12:08 PM i5 vs i7 | |
მთავარი » განხილვა » რომელი პროცესორი უნდა ვიყიდოთ – Intel Core i5 vs. i7 შედარება which-cpu-to-buy-comparing-intel-core-i5-vs-i7_dsf7.640 რომელი პროცესორი უნდა ვიყიდოთ – Intel Core i5 vs. i7 შედარება დაპოსტილია: Lasha Aladashvili in განხილვა, კომპიუტერები, ტექნოლოგიები May 30, 2015 1,098 ნახვები 132 SHARES FacebookTwitter Intel Core i5 & i7-ის პროცესორებს შორის საკმაოდ ბევრი განსხვავება არის. ჩვენ შემოგთავაზებთ ამ პროცესორების განსხვავებებს და რეკომენდაციებს, თუ რა შესაძლებლობებს მოგცემენ ისინი იქნება ეს PC-ისთვის თუ laptop-ისთვის. i3vsi5vsi7 როცა მომხმარებლები ნადირობას იწყებენ კომპიუტერის შეძენაზე, ყველაზე რთულად ასარჩევი და დასაფიქრებელი პროცესორის ტიპის შერჩევაა. დღეს, როგორც წესი არჩევანის გაკეთება პროცესორის ორ ტიპს შორის ხდება ხოლმე, ესენია i5 და i7. ჩვენ არ განვიხილავთ i3-ის პროცესორებს, ვინაიდან ისინი ძირითადად ბიუჯეტურ კომპიუტერებში გამოიყენება და ზევით აღნიშნულ ტიპებს ბევრ რამეში ჩამორჩება. არ შევეხებით AMD-ს პროცესორებს, ვინადან ეს საერთოდ კიდე ცალკე თემა და ისტორიაა. Intel Core i5-სა და i7-ს შორის განსხვავების დანახვა ზოგჯერ რთულია, თანაც მაშინ, როცა ისინი სისტემებშია ინტეგრირებული და ფასებიც ახლოს თუა ერთმანეთთან. დაბლა შევეცდებით განსხვავებების მოყვანას. ფასი და მარკეტინგი giving-money-clipart-dT7e5Lzbc მარტივად რომ ვთქვათ Core i5-ით აღჭურვილი სისტემები უფრო ნაკლები ეღირება, ვიდრე i7. ზოგადად i7-ს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს i5-თან შედარებით. ის უკეთესია მულტიტასკინგისთვის, ძლიერი თამაშებისთვისა და სამეცნიერო პროგრამებთან სამუშაოდ. ეს ძლიერი პროცესორები განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი კომპიუტერი ნელა მუშაობას. მაგალითისთვის, Dell XPS 13 Touch Core i5 ვერსია 200 დოლარით ნაკლები ღირს Core i7 ვერსიასთან შედარებით. “ბირთვული” დომხალი დიდწილად, Core i7 პროცესორი თქვენ მოგცემთ უფრო მეტ წარმადობას, ვიდრე Core i5. PC-ის Core i7 პროცესორები, როგორც წესი აღჭურვილია 4 ბირთვით, ასეთივე სიტუაცია გვაქვს Core i5-ების შემთხვევაშიც. მაგრამ არსებობს ამ პროცესორების მობილური ვერსიები, რომლებსაც 2-2 ბირთვი აქვთ. არსებობს გამონაკლისები 6 და 8-ბირთვიანი Core i7-ის სახით. ეს უკანასკნელები, როგორც წესი PC ვერსიებზე ყენდება და ფასიც მწვერვალებს იპყრობს. 3177_01 ე.წ. ბირთვული ნომეკლატურა პროცესორების რამდენიმე თაობაა უკვე რაც გამოიყენება. Nahalem-სა და Westmere-ში მოდელებს ეწოდებოდა სამციფრიანი სახელები, მაგალითად Intel Core i7-920, ამ დროს Sandy Bridge, Ivy Bridge, Haswell და Broadwell იყენებენ 4-ციფრიან დასახელებებს, მაგალითად Intel Core i7-5500). Ivy Bridge ძირითადად ბიუჯეტურ კომპიუტერებში გვხვდება, Haswell და Broadwell – უმეტესობა ახალ კომპიუტერებში. ძველი თაობის Nehalem, Westmere და Sandy Bridge გვხდება შედარებით ძველ კომპიუტერებში და იდეაში სუსტი წარმადობა აქვთ. იდეა არის ის, რომ ყოველ მომდევნო თაობაში ხდება უკეთესი წარმადობის პროცესორების შექმნა, ეს ხდება პროცესორების ნომრიანი დასახელებების გაზრდის პრინციპით, მაგალითად Intel Core i7-5500U-ს უკეთესი წარმადობა აქვს Intel Core i5200U-სთან შედარებით. Cache მეხსიერება Cache_diagram ყველაფერთან ერთად Core i7-ის პროცესორებს აქვთ უფრო მეტი cache მეხსიერება, რაც პროცესორს ეხმარება რთული დავალებების სწრაფად შესრულებაში. ეხმარება პროცესრს მულტიტასკინგის დროს. Desktop პროცესორებისთვის i5-ზე ხელმისაწვდომია 3-6MB კეში, ხოლო i7-ზე – 4-8MB. ამ მეხსიერებას პროცესორი იყენებს ინფორმაციის დროებით შესანახად. ეს ზრდის წარმადობას, ვინაიდან ინახავს ყველაზე გამოყენებად მონაცემებსა და ბრძანებებს ახლოს პროცესორთან. Turbo Boost turbo_boost ეს მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, არის მანქანის Nitro-ს ვარიანტი, ფორსაჟი ხომ ნანახი გაქვთ? | |
|
სულ კომენტარები: 0 | |