[color=red][size=14][size=13]ინტერნეტში გავრცელდა ღია კოდის შემცველი „SSH/Telnet“ პროგრამის - “PuTTy”-ის დუბლიკატები, რომლებშიც უცნობ ე.წ. ჰაკერს ჩამატებული აქვს მავნე კოდი. ორიგინალისგან განსხვავებით, მავნე პროგრამა „HTTP GET“ მეთოდის საშუალებით ჰაკერს უგაზვნის კონფიდენციალურ ინფორმაციას (IP მისამართს, მომხარებლის სახელსა და პაროლს) სერვერების შესახებ. მავნე პროგრამა ვრცელდება მომხმარებლად შენიღბული ჰაკერის მიერ დაგზავნილი ბმულების მეშვეობით. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შეტევა განხორციელდა 2013-2014 წლებში, როდესაც ინტერნეტში გავრცელდა პოპულარული “FTP” კლიენტის “FireZilla”-ს მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელშიც “PuTTy”-ის მსგავსად ჩამატებული იყო მავნე კოდი. ვინაიდან მსგავსი ტიპის შეტევის განხორცილება ძალიან მარტივი და ეფექტურია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE გირჩევთ პროგრამები მოიძიოთ მხოლოდ ოფიცილური ან სანდო წრაოდან.
|