menu

ჩინეთში WinHec ღონისძიების ანონსიდან Microsoft-ის მობილური ოპერაციული სისტემის შესახებ საინტერესო სიახლეები გავრცელდა.

დიახ, Windows 10 მიიღებს USB Type-C-ს მხარდაჭერას, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოწყობილობას კაბელი ნებისმიერი მხრიდან დავუკავშიროთ.

გარდა ამისა მობილური მოწყობილობები USB Dual Role-ის მხარდაჭერასაც მიიღებენ, რომელიც ითავსებს, მაგალითად USB-სა და HDMI-ის შესაძლებლობებს ერთ კაბელში. და რასაკვირველია Windows 10 სმარტფონებისთვის მიიღებს USB OTG-ს მხარდაჭერას, რომელიც გულისხმობს პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერას, რომელთა ენერგომოხმარებაც არ აღემატება 100 ვატს.

ნამდვილად სასიხარულო ამბავია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებულ მოდელებზე შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები მაინც იყოს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ნანახია: 538 | დაამატა: papiashvilidato | თარიღი: 2015-02-28 | კომენტარი (0)