menu

9:46 AM
ინტერნეტ ოქმი ანუ ცოტა რამ ინტერნეტ კავშირის შესახებ

IP (Internet Protocol— ქსელთაშორისი ოქმი) მარშრუტიზაცია ქსელური ოქმი, საფუძველი TCP/IP ოქმების სტეკი
IP ოქმი (RFC 791) გამოიყენება ქსელის ერთი ჰოსტიდან მეორეზე მონაცემთა არასანდო (პაკეტებად დაყოფილად) გადასაცემად. ეს ნიშნავს, რომ ამ ოქმის დონეზე მონაცემთა დანიშნულებამდე უცვლელად მისვლის გარანტია არ არსებობს. პაკეტები შეიძლება თავდაპირველი თანმიმდევრობით არ მივიდნენ, დაზიანდნენ ან საერთოდ დაიკარგონ. საიმედოობის გარანტიას იძლევა ისეთი სატრანსპორტო ოქმი, როგორიცაა TCP, რომელიც IP-ს ტრანსპორტად იყენებს.

ინტერნეტში გამოიყენება მეოთხე ვერსიის IP, რომელიც ასევე ცნობილია როგორც IPv4. ამ ვერსიის IP ოქმში, ქსელში არსებულ ყოველ წერტილს მიენიჭება IP მისამართი, რომელიც ოთხი ოქტეტისგან შედგება. ამგვარად ქვექსელებში კომპიუტერები ერთიანდებიან მისამართის საერთო პირველი ბიტებით. ამ პირველ ბიტებს ასევე ეწოდება ქვექსელის ნიღაბი.

IP პაკეტის სტრუქტურა
ვერსია (4 ბიტი) სიგრძე (4 ბიტი) მომსახურების ტიპი (8 ბიტი)
პაკეტის სიგრძე
იდენტიფიკატორი
0 DF MF ფრაგმენტის გადასმა
გადასვლათა რაოდენობა (TTL)
ოქმი
სათაურის საკონტროლო ჯამი
გამგზავნის IP-მისამართი
(32 ბიტი)
მიმღების IP-მისამართი
(32 ბიტი)
პარამეტრები (320 ბიტამდე)
მონაცემები (სათაურის გამოკლებით 65535 ბაიტამდე)

ლოკალური ქსელების დიაპაზონები
მომხმარებლის კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის შემდეგ, IP მისამართი კომპიუტერს პროვაიდერის მიერ ენიჭება. ხოლო ლოკალური ქსელებისთვის გამოყოფილია IP მისამართთა შემდეგი დიაპაზონები:
192.168.0.1 — 192.168.255.254
172.16.0.1 — 172.31.255.254
10.0.0.1 — 10.255.255.254
კომპიუტერებს ასეთი მისამართებით ინტერნეტთან წვდომა შეუძლიათ პროქსი სერვერების ან NAT-ის მეშვეობით.

ბმულები
RFC 791 — IP
RFC 3330 — IPv4-ში მისამართთა სპეც დიაპაზონები.
TCP/IP არის პროტოკოლ კომუნიკაცია ინტერნეტისთვის

კომპიუტერული კომუნიკაციის პროტოკოლი
კომპიუტერული კომუნიკაციის პროტოკოლი არის აღწერა წესებისა, რომლებსაც უნდა მიჰყვნენ კომიუტერები ერთმანეთის კომუნიკაციისთვის.

რა არის TCP/IP?
TCP/IP არის კომუნიკაციის პროტოკოლი, ინტერნეტში შეერთებულ კომპიუტერებს შორის კომუნიკაციისთვის.
TCP/IP ითარგმნება, როგორც გადაცემის მართვის პროტოკოლი/ინტერნეტ პროტოკოლი (Transmission Control Protocol / Internet Protocol).
სტანდარტი საზღვრავს, თუ როგორ შეერთდება ელექტრონული სქემა(კომპიუტერის მსგავსი) ინტერნეტთან და რა მონაცემები იქნება გადაგზავნილი მათ შორის.
TCP/IP-ში
TCP/IP სტანდარტებში არსებობს პროტოკოლის კომუნიკაციის მონაცემების სამართავი რამოდენიმე საშუალება :
TCP(Transmission Control Protocol/გადაცემის მართვის პროტოკოლი) პროგრამებს შორის კომუნიკაცია.
UDP (User Datagram Protocol) უბრალო კომუნიკაცია პროგრამებს შორის.
IP (Internet Protocol/ინტერნეტ პროტოკოლი) კომპიუტერებს შორის კომუნიკაცია.
ICMP (Internet Control Message Protocol/ინტერნეტის მართვის შეტყობინების პროტოკოლი) შეცდომებისთვის და სტატისტიკისთვის.
DHCP (Dynamic Host Configuration Protocol/დინამიკური ჰოსტის კონფიგურაციების პროტოკოლი) დინამიკური მიმართვისათვის.

TCP-ს გამოყენება და ფიქსირებული კავშირი
TCP არის პროგრამებს შორის კომუნიკაციისთვის.
როდესაც ერთ პროგრამას სჭირდება მეორე პროგრამასთან კომუნიკაცია TCP-ით, ის აგზავნის კომუნიკაციის მოთხოვნას. მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს ზუსტ მისამართზე. ორ პროგრამას შორის დაკავშირების შემდეგ, TCP დააყენებს სრულ ორმაგ კომუნიკაციას ორ პროგრამას შორის.
როდესაც სრული ორმაგი კომუნიკაცია დაკავდება, ხაზი ორ კომპიუტერს შორის დახურულია ორიდან ერთ-ერთი პროგრამის მიერ.
UDP ძალიან გავს TCP-ს, მაგრამ ეს უფრო მარტივი და ნაკლები შესაძლებლობის მქონეა.

IP
IP არის კავშირი კომპიუტერებს შორის.
IP დაბალკავშირიანი კომუნიკაციის პროტოკოლი. ის არ იკავებს ორი დაკავშირებული კომპიუტერის კომუნიკაციის ხაზს. ამ გზით IP ქსელის ხაზზე მოთხოვნას ამცირებს. თითოეული ხაზი შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი კომპიუტერის ერთდროულად კომუნიკაციისთვის.
IP-ის მეშვეობით, შეტყობინებები დაყოფილია პატარა დამოუკიდებელ პაკეტებში და ინტერნეტით გაგზავნილია კომპიუტერებს შორის.
IP პასუხისმგებელია თითოეული პაკეტის მიმართვაზე, მის დანიშნულების ადგილზე.

IP როუტერები
როდესაც IP პაკეტი გაგზავნილია კომპიუტერიდან, ის მიიღწევა IP როუტერთან.
IP როუტერი პასუხისმგებელია პაკეტის დანიშნულების ადგილზე მიღწევაზე, პირდაპირ, ან სხვა როუტერით. როუტერი პასუხისმგებელია სწორი მისამართის დაცვაზე ტრაფიკის, ქსელში შეცდომების, ან სხვა პარამეტრების შემთხვევაში.

დაბალკავშირიანის ანალოგი
IP კომუნიკაცია არის გრძელი წერილის გაგზავნის მსგავსი, როგორ პატარა ღია ბარათების დიდი რაოდენობა. თითოეული პოულობს საკუთარ გზას მიმღებთან მისასვლელად.

TCP/IP
TCP/IP არის TCP-ს და IP-ს ერთად მუშაობა.
TCP ზრუნავს თქვენს პროგრამებს შორის კომუნიკაციაზე და თქვენს ქსელურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
IP ზრუნავს სხვა კომპიუტერებთან კომუნიკაციაზე.
TCP პასუხის მგებელია გადააწოდოს ინფორმაცია IP პაკეტებს მანამ, სანამ ისინი გაიგზავნებიან და პაკეტების დაწყობაზე, როდესაც ისინი მიაღწევენ დანიშნულების ადგილს.
IP პასუხის მგებელია პაკეტის მიმღებთან გაგზავნაზე.

წყარო: boni.ge

ნანახია: 697 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar